Thursday, December 13, 2012

სწრაფი კვება თუ ნელი სიკვდილი?


ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც დრო ფულია. შესაბამისად, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დრო დავზოგოთ, რაც ხშირად, როგორც ჩანს, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად გვიჯდება. 
21-ე საუკუნის ყოველდღიური ცხოვრების რიტმი ძალზე აჩქარებულია. საზოგადოების დიდი ნაწილისთვის სწორედ დროის რაციონალურად გამოყენება წარმოადგენს მთავარ პრობლემას. თანამედროვე ცხოვრების სწრაფი რიტმის ადეკვატურად შეიქმნა სწორედ ე.წ `ფასტ ფუდი~ - სწრაფი კვება, რომელიც მართლაც ეხმარება უამრავ ადამიანს დროის დაზოგვაში. თანამედროვე ფასთ-ფუდის ინდუსტრია XX საუკუნის 20-იან წლებში აღმოცენდა. 1921 წელს ამერიკაში, კანზასის შტატში დაარსდა კომპანია White Castle, რომელიც გასაოცარი სიდიდის ჰამბურგერებს ყიდდა. მათი ზომა ისე იზიდავდა მომხმარებლებს, რომ კომპანიის კვების ობიექტებთან მუდამ რიგი იდგა. დაახლოებით, 20 წელი კომპანია კონკურენციის გარეშე მუშაობდა, 40-იან წლებში კი McDonald's-ის სახით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა. McDonald'sის კორპორაცია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სწრაფი კვების პროდუქტის მწარმოებელი და გამყიდველი კორპორაციაა. დღემდე ფასთ-ფუდების უდიდესი ქსელის მფლობელია მთელ მსოფლიოში, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ეს ხანია, ნაჯერი ცხიმებისა და მაღალკალორიული კომპონენტების გამოყენების გამო კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ.
სწრაფი კვების ობიექტები, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში. თბილისშიც დიდი პოპულარობით სარგებლობენ. განსაკუთრებით პოპულარულია სწრაფი კვების ნაწარმი ბავშვებში, ამიტომ ისინი სპეციალურადაც კი დაყავთ მშობლებს სწრაფი კვების ობიექტებში. დღესდღეობით ფართოდ გავრცელებული აზრია, რომ სწრაფი კვება იწვევს სხვადასხვა დაავადებებს და საშიშია ადამიანს ჯანმრთელობისთვის. ის, თუ კერძოდ რა დაავადების მიზეზი შეიძლება გახდეს სწრაფი კვება, რამდენად მიზანშეწონილია ბავშვებისთვის სწრაფი კვების ნაწარმის ხშირად მიღება, - დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ექიმს, ენდოკრინოლოგს მაია ცქიტიშვილს გავესაუბრეთ.
- მოსახლეობის დიდ ნაწილს ხშირად უწევს სწრაფი კვების ობიექტებისთვის სტუმრობა. განსაკუთრებით პოპულარულია სწრაფი კვების ობიექტები და მათი პროდუქტი ბავშვებში. ახდენს თუ არა (დადებით ან უარყოფით) გავლენას ბავშვის განვითარებაზე ამგვარი პროდუქტის ხშირი მიღება?
- XXI საუკუნის ბავშვების სლოგანი ევროპაში ასე ჟღერს: Live fa(s)t, die young, ანუ "იცხოვრე მსუქნად, მოკვდი ახალგაზრდა". მე ვერ გეტყვით, რა სარგებლობა მოაქვს სწრაფი კვების პროდუქტებს, თუმცა, მათ ზიანზე ბევრი შემიძლია ვისაუბრო.
პირველ რიგში ეს არის არაბალანსირებული კვება, რაც აუცილებლად იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებს და სწრაფ გასუქებას. ამ პროდუქტში ჭარბადაა ნახშირწყლები და ცხიმები, ხოლო ცილები, მიკროელემენტები და ვიტამინები ფაქტიურად არ არის. ეს განსაკუთრებით საშიშია ბავშვის ორგანიზმისთვის, რომელსაც ზრდისა და ნორმალური განვითარებისთვის ფერმენტების და ჰორმონების სინთეზისთვის აუცილებლად სჭირდება ცილა.
სწრაფი კვების პროდუქტები დიდი რაოდენობით შეიცავენ კალორიებს, ნაჯერ ცხიმებს,ქოლესტერინს, ნატრიუმს. ყველა ეს ინგრედიენტი იწვევს ცივილიზაციის დაავადებებს: სიმსუქნე, ათეროსკლეროზი, ჰიპერტონული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი.
სწრაფი კვების პროდუქტი შეიცავს საკვებ დანამატებს-საღებავებს, არომატიზატორებს, სტაბილიზატორებს, კონსერვანტებს, გამაფუებლებს. მაგალიტად, `მაკ-დონალდში~ გამოყენებული საკვები დანამატების ჩამონათვალი თავზარდამცემია. 3 მათგანი საერთოდ აკრძალულია, 17 არის კანცეროგენი, ანუ იწვევს კიბოს, 6-ძლიერი ალერგენია, 3 აზიანებს ღვიძლს და თირკმელებს.
სწრაფი კვება თუ ნელი სიკვდილი? შვედმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ `ჩიფსები~, კარტოფილი `ფრი” და ჰამბურგერები შეიცავენ იმდენ კანცეროგენულ ნივთიერებას, რომ მათი ფანები პრაქტიკულად განწირულები არიან ონკოლოგიური დაავადებებისთვის, ან, მინიმუმ, ფსიქიური დარღვევებისთვის. ამ პროდუქტისადმი ფსიქიური დამოკიდებულება გამოწვეულია სპეციალური ინგრედიენტის დამატებით. 
- მოგეხსენებათ, სწრაფი კვების ობიექტებში ზეთის დაზოგვის მიზნით, ხშირად იყენებენ ე.წ. მეორად ზეთს, რაც, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, იწვევს სხვადასხვა დაავადებებს. კერძოდ რა დაავადების მიზეზი შეიძლება გახდეს?
- თქვენ, ალბათ, გულისხმობთ ეკონომიის მიზნით ერთსა და იმავე ზეთში პროდუქტის შეწვას. მაღალ ტემპერატურაზე და ხანგრძლივად ხმარებისას ცხიმოვანი მჟავები გარდაიქმნებიან ტრანსცხიმოვან მჟავეებად, რომლებიც არღვევენ პროსტაგლანდინების სინთეზს, აზიანებენ გულის, ღვიძლის, სისხლძარღვების უჯრედების მემბრანას, ცვლიან სისხლის შემცველობას, არღვევენ ლიპიდურ ცვლას და იწვევენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს. ეს კიდევ არ არის მთელი უბედურება. დამტკიცებულია, რომ წარმოიქმნება აკრილამიდი-ნივთიერება, რომელიც ტოქსიურად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, იწვევსგენეტიკურ მუტაციებს. შვედმა ბიოქიმიკოსებმა გამოიკვლიეს, რომ `ჩიფსების~ 1 პაკეტი 500-ჯერ მეტ აკრილამიდს შეიცავს, ვიდრე ეს დაშვებულია ჯანმრთელობის. საფრანგეთში 25000 ქალზე ჩატარებული მრავალწლიანი კვლევით დადგინდა პირდაპირპროპორციული დამოკიდებულება სარძევე ჯირკვლის ონკოლოგიურ დაავადებებსა და სისხლში ტრანსცხიმოვანი მჯავების დონეს შორის. ასევე იზრდებამსხვილი ნაწლავის და კუჭუკანა ჯირკვლის კიბოს რისკი.
- რამდენად მიზანშეწონილია დიაბეტით დაავადებულთათვის სწრაფი კვების პროდუქტის მიღება? 
- ცნობილია, რომ სისხლში გლუკოზის მაღალი დონე, რაც შაქრიანი დიაბეტის დროს აღინიშნება, იწვევს როგორც წვრილი, ასევე მსხვილი სისხლძარღვების დაზიანებას. ირღვევა ორგანიზმის ყველა ორგანოს კვება და, აქედან გამომდინარე, ფუნქციური მდგომარეობა. ვითარდება შაქრიანი დიაბეტისთვის დამახასიათებელი გართულებები: გულის ინფარქტი, ინსულტი, ქვედა კიდურების განგრენა, თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა და კიდევ ბევრი სიცოცხლისთვის საშიში გართულება.”შაქრიანი დიაბეტის მკურნალობის წამყვანი მეთოდია დიეტოთერაპია, ნახშირწყლებით და ცხიმებით ღარიბი საკვების მიღება ფიზიკურ აქტივობასთან ერთად. წარმოიდგინეთ, რა მოუვა დიაბეტიან პაციენტს სწრაფი კვების ობიექტში დანაყრების შემდეგ.”ასე რომ, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებისათვის სწრაფი კვების პროდუქტების მიღება კატეგორიულადაკრძალულია. 

ორი ლულა

 
მისამართები : თბილისი. ყაზბეგის გამზ: 16 
                           თბილისი, აღმაშენებლის გამზ. №154 
                           თბილისი, შარტავას ქ. №16a 

McDonald


ცოტა მეტი გავიგოთ თავად McDonald's-ის ისტორიაზე 

ის ალბათ ბევრმა იცის რომ თავდაპირველად  McDonald's ამერკასი შეიქმნა. უფრო კონკრეტულად ეს მოხდა 1948 წელს, კალიფორნიაში.  ამის შემდეგ უკვე მოედო მთელ მსოფლიოს. თავდაპირველად მათი ემბლემა იყო პატარა პოვარი, კაცი რომელსაც თავზე ეხურა მზარეულის ქუდი. თუმცა ამის შემდეგ მისი ემბლემა უკვე გახდა Ronald Mcdonald, ეს იყო 1963 წელს.  McDonald's აქვს ასევე საბავშვო განყოფილება სადაც მშობლებს შვილების დატოვებაც კი შეუძლიათ. ასევე McDrive , რომელიც საკმაოდ კონფორტულია მძღოლებისათვის. 

რამდენად უსაფრთხოა თავად McDonald's–ის პროდუქტი ამას ვერავინ იტყვის. ყველამ კარგად იცის რომ სწრაფი მომზადების პროდუქტები ზოგადად მავნეა ჯანმრთელობისთვის. თავად McDonald's–საც საკვების ხარისხთან დაკავშირებით არაერთხელ უჩიველს. იყო შემთხვევები ხორცის მაგივრად საკვებში ვირთხა აღმოუჩენიათ , მაგრამ როგორც ხედავთ კომპანია კვლავ განაგრძობს ფუნქციონირებას და უფრო მეტიც სწრაფი მომზადების საკვების მწარმოებელ კომპანიებს შორის პოპულარობით პირველ ადგილზე დგას.   
 

McDonald's–ი ყოველ 4 საათში ახალ ფილიალს ხსნის 
>> McDonald's–ი ემსახურება 46 მილიონ ადამიანზე მეტს 
>> ერთადერთი კონტინენტი სადაც ჯერ McDonald's არ არის არის ანტარქტიდა ( ალბათ მალე იქაც იქნება  ) 
 >> McDonald's–ი გერმანიაში და საფრანგეთში ყიდის ლუდსაც 
>> ყველზე დიდი ფილიალი არის Beijing - ში, ჩინეთში. 
>> Ronald McDonald დააჯარიმეს რადგან იყო ძალიან მსუქანი 
>> 40% ამერიკელებისა გარეთ ჭამენ 
>> ყოველი 4 ამერიკელიდან 1 McDonalds–ს ჭამს
 >> McDonald's ყიდის იმაზე მეტ სათამაშოს ვიდრე Toys R U 1 წელიწადში >> ყოველი 9 ამერიკელიდან 1 ერთხელ მაინც იყო McDonald's ის მომსახურე პერსონალი 
>> McDonald's ამერიკაში წელიწადში 1 მილიონ ადამიანს ქირაობს
 >> გახსნის დღიდან McDonald's - მა გაყიდა 100 ბილიონი ჰამბურგერი. 
>> McDonald's–ის ზოგიერთ ფილიალში რიგის სიგრძე 65 მეტრს აჭრბებს. 
 >> McDonald's  1 წუთში ყიდის 75 ზე მეტ ჰამბურგერს. 
 >> Shania Twain, Jay Leno, Rachel McAdams Pink და თვით Sharon Stone მუშაობდნენ პოპულარობამდე McDonald's–ის თანამშრომლებად 
>> უახლოესი 3 წლის განმავლობაში McDonald's–ი გახსნის 1 რესტორანს მაინც ჩინეთში ყოველ დღე